საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2022 წლის პირველი თებერვლიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება.
აბონიმენტების ფასები ასეთი იქნება:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი – 1 ლარი;
- ულიმიტო ერთდღიანი ბარათი – 3 ლარი;
- ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი – 20 ლარი;
- ულიმიტო ერთთვიანი ბარათი – 40 ლარი;
- ულიმიტო სამთვიანი ბარათი – 100 ლარი;
- ულიმიტო ექვსთვიანი ბარათი – 150 ლარი;
- ულიმიტო ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი.