ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 04:42

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაძვირდება – კახა კალაძე

“მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაძვირდება” – ამის შესახებ  თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის. ავტობუსები მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავდება. ჩვენ ყველა იმ მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც დარგის სპეციალისტების მხრიდან მოდის და აუცილებელია პირბადით შესვლა, როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსსა და მეტროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.