“ჯერ ეგ ერთი, პასუხი არ მევალება. მე არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე, მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ”
ასე ეხმაურება, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. სალომე ზურაბიშვილი ამჟამად სახელმწიფო ვიზიტით იტალიაში იმყოფება.