”საზღვარზე გადავედი, არ მიცურია მდინარე , მაგრამ არ ამცდა ციხე” – ქართველი გოგოს ისტორია, რომელმაც აშშ-ს საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა

”საზღვარზე გადავედი, არ მიცურია მდინარე , მაგრამ არ ამცდა ციხე”  – ქართველი ემიგრანტი მარიამ ხუბუა სოციალური ქსელის ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში წერს და საკუთარ გამოცდილებას მოქალაქეებს უზიარებს.

”როგორ ჩამოვედი აშშ-ში?

უამრავი შეტყობინება და თხოვნების შემდეგ მინდა გიამბოთ ჩემი განვლილი გზა, თუმცა არანაირად არ ვამბობ რომ იგივეს გაივლით. ყველას გვაქვს ჩვენი ,,ჯვარი,, და ხვედრი ასევე იღბალი ამ ქვეყნად. მოგცემთ ძირითად რჩევებს რაც გამოგადგებათ. ყველაფერი არის ახსნილი დეტალურად. სმს ვერ ვუპასუხებ დროის არ ქონის გამო. სწორედ სხვისი რჩევებით, მათგან მიღებული ინფორმაციით მოვხვდი ამ საოცარ ქვეყანაში. მიიღეთ რჩევები მაგრამ აირჩიეთ და გადაწყვიტეთ სწორად…

1. აუცილებელია მიზანი და სწრაფვა ყოველდღიურად. ნუ იტყვით, იქ ჩავალ და მერე ყველაფერი მოგვარდება. არა, რაც მეტს მოაგვარებთ მანდ და ისე ჩამოხვალთ, ათმაგად სწრაფად წახვალთ წინ. აქ კარგავთ დროს ამაში და ფინანსებს. ამიტომ ისწავლეთ ინგლისური ყოველდღიურად. უმარტივესი სიტყვებით დაიწყეთ, მაგრამ ყოველდღე ისწავლეთ. ერთი კვირა იმეცადინეთ კვირის დღეები, მეორე კვირას სხვა და ასე. ეს ეხება მათ, ვინც საერთოდ არ იცით ენა. რთულია კომუნიკაცია საბაჟოზე, ციხეში ხომ საერთოდ და აქ მით უმეტეს!

2. გააკეთეთ შენგენის ნებისმიერი ქვეყნის ვიზა. ან ამ ვიზით შეხვალთ მექსიკაში, ან თავად მექსიკის ვიზით, რომელიც კეთდება თურქეთში და რთულად გაიცემა. თუ გნებავთ, ამ კონკრეტულ (შენგენის ვიზა) მომსახურებაზე მიგასწავლით. (მომწერეთ) ნუ გადაიხდით უაზრო ფულებს მოწვევებში და რეგისტრაციაზე. მე დამარეგისტრირა მეგობარმა, მოწვევა დამიჯდა 100$, საკ. მოსაკრებელი 80 და ესეც ჩემი ვიზა. მე მქონდა პოლონეთის ვიზა. ძალიან ბევრმა მკითხა!

3. გჭირდებათ მოგზაურობის დაზღვევა, რასაც მოგცემთ ნებისმიერი ტურისტული კომპანია და მოგიწესრიგებთ საბუთებს.

4. როცა გეგმავთ აშშ-ში წამოსვლას, უნდა ემზადებოდეთ, ალბათ, გარკვეული პერიოდი. მე სამი წელი დამჭირდა ეს ეტაპი. ყოველ წელიწადს, როცა ფულს მოვაგროვებდი, ვმოგზაურობდი მცირედი, თითქმის უმცირესი ხარჯებით. პასპორტში მქონდა 5 ქვეყნის კვეთა. ამან იქონია გავლენა, რა თქმა უნდა, სანდოობის მხრივ. ანუ ვარ ტურისტი და მექსიკაშიც ვმოგზაურობ, როგორც ტურისტი. თუმცა მყავს მეგობარი, რომელმაც პირველად იმოგზაურა სუფთა პასპორტით და შემოუშვეს. რატომ? სწორად დაგეგმა, აიღო სასტუმრო 7-10 დღე კანკუნში. ანუ იყიდა. იყიდა შიდა ტურები და აუცილებელი, როცა დაკითხვაზე ჰყავდათ 2 საათი, არ უნერვიულია. გაკვირდებიან კამერებით. მოიქეცით ისე, როგორც ტურისტს შეჰფერის, გადახდილი გაქვთ ფული და იმსახურებთ დაისვენოთ. ენაც არ იცოდა ძალიან მაგრად, მაგრამ მოამზადა წინასწარ, თუ სად მიდიოდა და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ელემენტარულია.

5. ჩაიცვით სწორად… მოწესრიგდით, გაიპრანჭეთ. ისეთი იყავით, რომ გაიფიქროს მებაჟემ, ეს რომც დარჩეს, კარგი ვინმეა და ბაზარი არააო. მე პირადად მეორადები დავცალე წინა დღეებში და იმ ბარგით წამოვედი, არ არის აუცილებელი ბრენდები. მთავარი არის პირველი შეხედულება, ხომ იცით, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ერთ შეხედვაში ეფიქრათ, რომ ვარ ტურისტი და რა ციხე და რა სამუშაოდ წასვლა… ხრიკები ინდივიდუალურია საბაჟოზე ყოფნისას. იყავით თამამები, რაც უნდა დარდობდეთ. იფიქრეთ მოტივზე. ასე გავუძელი, უამრავი მოტივით გზასაც და ციხეში ყოფნის 20 დღესაც, რომელიც არ იყო მარტივი, თუმცა ოცნებები მარტივად გადაგატანინებთ.

6. ჩემი მეგობრის დახმარებით დავჯავშნე ბილეთები. სასტუმროც და გზაც. რაც უფრო ადრე იყიდით, მით უფრო იაფად. მე ვიყიდე თვე-ნახევრით ადრე. ლიტვა-ჰელსინკი-მადრიდი-მეხიკო სითი. 1050 $ ორივე გზა. იაფია ძალიან.

ჩავედი პოლონეთში ( ბილეთი 180$ დამიჯდა), რაც იყო შეცდომა, თუმცა გადავრჩი. არავინ დაიჯერე ჩემი სამუშაო მოწვევა. გადავრჩი, მაგრამ არაა სავალდებულო, რადგან პოლონეთის ვიზა გაქვთ, მანდ ჩახვიდეთ. იტყვით: გადაიდო სამუშაო და გადავწყვიტე დასვენება.

7. ერთი კვირა ვისვენებდი ლიტვაში, მარიოტში. სასტუმროს კარტა პასპორტში ჩავდე, მაინც თვალში მოხვდათ. ესეც ხრიკი პატარა. შევქმენი ილუზია, რომ ფულის პრობლემა არ მაქვს.

8. ნუ წამოხვალთ მარტო, თუ გინდათ არ იგრძნოთ გზა, აარჩიეთ სწორი და სანდო ადამიანი თანამგზავრად. ვინც არასდროს დაგტოვებთ გასაჭირში. ცოტ-ცოტა რომ ყველას გარკვეული ღირებულებები გექნებათ, რაღაც გამოვა. მაგ: მეგობარს ჰქონდა ევროპის მოქალაქის პასპორტი, მე ვიზუალი და მარიფათი და ასე.

9. ჩემით შევედი მადრიდშიც, მეხიკო სითიში (მეხიკოში დავისვენე, ფოტოები გადავიღე უამრავი. ტიხუანაში რომ ვინმეს გავეჩერებინე, ვეტყოდი, აქ ვისვენებდი, აქ ვცხოვრობდი და ა.შ. ანუ ვარ ტურისტი და რა პრობლემაა?! და ტიხუანაშიც ისე, რომ კითხვაც არ დაუსვამთ. (ტიხუანას აქვს აეროპორტი, როცა მიდიხარ უახლოეს ქალაქებში დასასვენებლად უნდა ჩაფრინდე უდავოდ ტიხუანაში. აირჩიეთ რომელიმე ახლო მდებარე ტურისტული ქალაქი და დაჯავშნეთ სასტუმრო. მაგ: ენსენადა, როგორც მე ვქენი და დამალეთ ტიხუანას სასტუმროს ჯავშანი. იტყვით, რომ უნდა დაისვენოთ ენსენადაში. არადა, არ წახვალთ ენსენადაში და დარჩებით ტიხუანაში. ეს მაინც ალიბია აეროპორტში, თან მყარი. ვიბოდიალე კიდეც უამრავი ტიხუანაში… ტურისტის ვიზუალი, სითამამეთანმხლები ადამიანი ალბათ უფრო აგარიდებთ პრობლემებს.

10. საზღვარზე გადავედი, არ მიცურია მდინარე, არც არაფერი მსგავსი.

11. მაგრამ არ ამცდა ციხე. ურთულესია… მაგრამ შიგნით შეძლებთ აპარატზე საკვების და ტკბილეულის ყიდვას. არაფერი მოგენატრებათ. შეიძენთ მეგობრებს და დაისვენებთ. ეცადეთ, იფიქროთ დადებითად, ილოცეთ ბევრი, მანდაც ინგლისურის წიგნებია და იკითხეთ… როცა გაგიჭირდებათ მანდ ყოფნა ან სიცივე ან სხვა, იფიქრეთ, თუ რამდენი შრომა და დარდია ჩვენს ქვეყანაში, როგორ შრომობენ ჩვენი მშობლები და არ უშინდებიან არც სიცივეს და არც არაფერს და ყველაფერი გაგიმარტივდებათ. თუმცა ახლა გართულდა სიტუაცია და ქეისები მოამზადეთ წინასწარ. აბრუნებენ ხალხს.

12. ბონდიც არ დაუწერიათ. არც სპონსორთან დაურეკავთ, ამიტომ ძალიან იაფად ჩავედი. ხარჯი 5000$-ს არ გასცდენია.

საბოლოოდ: აქაც არაფერია მარტივი, მაგრამ შრომა, შრომა და შრომა… გისურვებთ ულევ წარმატებას”, – წერს მარიამ ხუბუა.

პესკოვის თქმით, თუ კიევი მოისურვებს, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს

კრემლის სპიკერი  დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ...

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე – სტანო

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის...

უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია – ბოკერია

''მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის...

თუ ვინმეს უნდა დახატოს, რომ უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებიან, არის უსინდისო ნაბი*ვარი...

"რუსული თვითმფრინავები გვყავს ჩამოყრილი უკრაინიდან ნაყიდი იარაღით. 2008 წლის ომის დროს, რუსული თვითმფრინავები რაც...

უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? – რომეო ფარულავა

"უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? " - ასე ეხმაურება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი...

თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას – მდინარაძე

"აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ...

პერუს პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნას აპირებდა დაამხეს და დაიჭირეს

პერუს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ პედრო კასტილიოს მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს...

სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას – იონათამიშვილი

"სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას " - ამის შესახებ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...