“საია” ფიტნესკლუბ Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  (საია) ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის – Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო, რომლის მიმართაც გუშინ გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის  2481 მუხლის საფუძველზე. საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი, რომლის მიხედვითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენის გამო შესაძლებელია პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არაკონსტიტუციურია.

სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს ქმედება ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელიც ამავე წესების დარღვევისათვის ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​10 მუხლის საფუძველზე და სახდელდადებულია. თავის მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის.

ამდენად, იმისათვის, რომ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლის საფუძველზე დაეკისროს პასუხისმგებლობა, მან ორჯერ უნდა დაარღვიოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესი. ეს სამართლებრივი შემთხვევა პრობლემურია, რადგან როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დაწესებული ნორმების დარღვევა.

საია მიიჩნევს, რომ მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაწესებული საკარანტინო ღონისძიებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან პარლამენტმა მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილება გადასცა კონსტიტუციის დარღვევით. საქართველოს კონსტიტუციის ცალსახამოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოსპარლამენტის, და არა მთავრობის მიერ.

შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​10 მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლების დისპოზიცია ეფუძნება არაკონსტიტუციურად მიღებული ქცევის წესების დარღვევას.  ხოლო რადგან არაკონსტიტუციურია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება, ასევე არაკონსტიტუციურია აღნიშნული წესის დარღვევისთვის პირისთვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მისწარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას ეხება. აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას.

დამატებითი მაცივრების შეძენა ვაქცინისთვის არ ესაჭიროება – ტიკარაძე

"საქართველოს დამატებითი მაცივრების შეძენა ვაქცინისთვის არ ესაჭიროება "- ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ,  "დღის...

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ worldometers-ი აქვეყნებს. პანდემიის დაწყების...

მე ავიცრები და არანაირი პრიორიტეტით არ ვისარგებლებ – ტიკარაძე

"მე ავიცრები და არანაირი პრიორიტეტით არ ვისარგებლებ " - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე...

ICOMOS-მა ხადას ხეობა საფრთხეში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ ICOMOS-მა რომელიც UNESCO-თან ასოცირებული ორგანიზაციაა, ხადის ხეობა საფრთხეში მყოფ...

ამხელა ქალაქის მერი ვარ – კალაძის პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ ჩაანაცვლა ივანიშვილი

"ამხელა ქალაქის მერი ვარ"- ასე პასუხობს,  თბილისის მერი, კახა კალაძე კითხვას თუ რატომ არ...

ივანიშვილს სიკეთის კეთება სისხლში აქვს, ასეთ ადამიანს გავლენები ექნება – კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სიკეთის კეთება "სისხლში აქვს". "ბიძინა...

ლაპარაკს ვითხოვთ, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილსაც დავუკავშირდები – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ის ოპოზიციური პარტიებისგან მხოლოდ საუბარს ითხოვს, ამიტომ...

გამყრელიძე აცხადებს, რომ Covid-19-ზე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება

"ჯოგური იმუნიტეტი რომ შეიქმნას, მოსახლეობის 60% უნდა გაჯერდეს"- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

ნახეთ მირანდა ქერის ფეხის მასაჟი, რომლითაც ის ჯანმრთელობას და სილამაზეს ინარჩუნებს

Victoria's Secret–ის ყოფილი მოდელი, ამჟამად კი ორგანული კოსმეტიკის ბრენდის, KORA–ს დამფუძნებელი, მირანდა ქერი მისი ლამაზი ფეხების საიდუმლოს ამხელს. პირველი: გოგონა რეგულარულად ვარჯიშობს. ის ინსტაგრამზე...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო