“მე მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა, იმიტომ, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. იქვე დაილუქა ყველა ტელეფონი, იქვე. გადაღებულია ეს, უწყვეტი კადრებით ვიღებდით, ჩვენი საექსპერტო სამსახური, გადაღებულია, ფაქტები გვაქვს და პროკურატურას გადავცემთ, თუ უკვე გადავეცით არ მახსოვს. ყველა ადგილზე ამოღებული, მისი ტელეფონიც, ყველაფერი ადგილზე დაილუქა კამერების წინ. ისე, რომ საიდან მოიტანა მაგან, რომ ტელეფონი გახსნეს და დალუქეს, ეს არის ჩემი აზრით ტყუილი”

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის, სერგო შუბითიძის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გამოძიების დროს  ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა.