სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციას მოაწერა […] საკონსტიტუციო სასამართლო ამ ტვირთს ვერ მოიხსნის, მათ შორის, თაობების შეცვლის შემდეგაც […] საოქმო ჩანაწერი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია […] არცერთი არგუმენტი, რომელიც ყველა სარჩელში საკმარისზე მეტი იყო, სასამართლომ არ გაიზიარა და ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთი ზოგადი პასუხია, რომ თუ გამოუსწორებელი საფრთხე რეალისტური იყო, მაშინ ის აქამდეც დადგებოდაო. საკონსტიტუციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მთლიანად ქვეყანა იუსტიციის სამინისტროს კეთილი ნების იმედად დატოვა […] ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ცინიკურია 78-ე მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ ამ კანონსა და ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემას შორის კავშირი ვერ დაინახა.