საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა – ანა ნაცვლიშვილი

„ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი სარჩელის განხილვას.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი სარჩელის განხილვას. მარტო პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოს“ პანდემიასთან დაკავშირებით და იმ გაუმართლებელ, ფართოდ დაუსაბუთებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც პირველი, ასევე მეორე ტალღის დროს საქართველოს მთავრობამ დააწესა, ორი საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი. ჩვენ უკვე თვეებია ველოდებით პირველ ტალღასთან მიმართებით გადაწყვეტილების გამოტანას. განზრახ ჭიანურდება გადაწყვეტილების გამოტანა“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაუსაბუთებელია, რაც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს მთელი რიგი სექტორების სპეციფიკას, რის შედეგადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ ახერხებს იმ სამედიცინო გამოწვევებთან ადეკვატურად გამკლავებას, რასთან დაკავშირებითაც ვითომ ეს შეზღუდვები შემოიღეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სახელმწიფო ვერ მართავს. მას ხელმძღვანელად დანიშნული ჰყავს სრულიად არაადეკვატური, არაკომპეტენტური პირი, ჯანდაცვის სისტემაში მართვა და მენეჯმენტი ვერ ხორციელდება. შესაბამისად, უამრავი პრობლემა შეიქმნა და შემაშფოთებლად გაიზარდა სტატისტიკა“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა და ეს არის ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალი, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუცო სასამართლოში ჯერ მოსამართლედ მიავლინა, შემდეგ დააწინაურა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. უკვე გასაგებია, რა მიზნებითაც დააწინაურა, რომ სწორედ ასეთ კრიტიკულ და სენსიტიურ ვითარებაში მას შეეფერხებინა როგორც მინიმუმ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელება“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“...

მისი ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ის აქ არის – ზურაბიშვილი მიშელზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს, რომ...

საქართველოში COVID-19-ის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. პირველი...

ევროპის კავშირი მოუწოდებს მხარეებს, მოხდეს სიტუაციის განეიტრალება – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მხარეებმა სიტუაციის დიალოგით...

დიალოგი ერთადერთი გზაა ევროკავშირის დივიდენდების მისაღებად – ზურაბიშვილი

ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა. ისინი ამ წუთებში ერთობლივ პრესკონფერენციას...

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მედიისთვის ერთობლივი...

ნახეთ რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

1 მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება. დღეიდან იხსნება: საბავშვო და...

ვენეციის არხები წყლის გარეშე–ქალაქში წყლის დონემ უკიდურესად დაიწია

ვენეციის მთავარ პრობლემად როგორც წესი წყალდიდობები ითვლება, თუმცა წელს რეკორდული მიქცევების გამო ცნობილ იტალიურ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო