საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქის ოჯახს დღეს გამართულ ბრიფინგზეც გამოუცხადა სამძიმარი და მომხდარს რუსეთის “მშვიდობიანი პოლიტიკა” უწოდა.