სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო სალომე ზურაბიშვილი აუქმებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას, ასევე არ მიიღებს მონაწილეობას მასშტაბურ ღონისძიებებში. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას – გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთარეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.