საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის დეტალები უცნობია. შეხვედრის ამსახველი ვიდეო თავად ევროპულმა საბჭომ გაავრცელა.
მანამდე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მათ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ამასთან, სალივანმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი.