საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას.
ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზანია, სტიქიასთან ბრძოლას რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება.
8 თებერვლის სხდომაზე პარლამენტის პლენარულ სესიაზე პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობას 84 ხმით ნდობა გამოუცხადა.
მანაამდე კობახიძემ დეპუტატებს მისი სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გააცნო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.