“რუსული კანონის წინააღმდეგ” 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ “წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგონად” გაიცნო, უარს ამბობს მიიღოს სტიპენდია, რომლის ინიციატივაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას, სალომე კენჭიაშვილის და, სოფია კენჭიაშვილი ავრცელებს, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში 2021 წელს, ადანაშაულებდა. 2021 წელს მან ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას.
“მოკლედ და კონკრეტულად:
გიორგი კეკელიძის მიერ დანიშნულ სტიპენდიას ვაქენსელებთ
დარწმუნებული ვარ, მარო მაყაშვილი ცოცხალი რომ იყოს დღეს და ახლა, გამო*ლევდებოდა, რომ გაეგო, თუ ვის მიერ დაინიშნა მსგავსი სახელობის სტიპენდია
ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს.
არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს.
არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.
არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი.
ნებისმიერი ტიპის ძალადობის მერე “მაგრამ” არ იწერება.
პირადად მე მივმართავ გიორგი კეკელიძეს, მისგან განსხვავებით პირადში არ ვიწერები ბოდიშებს.
ვერცერთი შენი მანიპულაცია ვერ დაგეხმარება მოძალადის სახელის ჩამორეცხვაში, ვერც სუიციდის მცდელობა მათ შორის.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და სალომე აუარებს ამ სტიპენდიას, თუ ძალიან უნდა ეროვნულ ბიბლიოთეკას (და არა გიორგი კეკელიძეს), შეუძლია სალომესთვის გამოყოფილი თანხა ჩაურიცხოს მას, ვისაც ეს მართლა სჭირდება.
პ.ს. გიორგი ხერგიანსაც შეუძლია ტრაკის დაყენება. just saying”- წერს სოფია კენჭიაშვილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა, რომ მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიას გადასცემენ სალომე კენჭიაშვილს, რომელიც თბილისში გამართული აქციების დროს წყლის ჭავლზე ხტუნავდა.
“გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით”, – დაწერა კეკელიძემ სოციალურ ქსელში 14 მარტს.
2021 წელს, გიორგი კეკელიძეს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ქალებმა საჯაროდ საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც გიორგი კეკელიძე ერთ-ერთი იყო იმ 7 კაცი მწერალიდან, რომელსაც “ქალების გაძლიერებაზე” წიგნი დააწერინეს.