“არასერიოზულია, სამი დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა – ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება”.
ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების მიღებაზე მისი მიწვევის გაუქმებას.