სამშენებლო ბიზნესის დასახმარებლად, 100-მილიონიან ლარის საგრანტო აუქციონს ვიწყებთ – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ცხადდება 100-მილიონ ლარიანი საგრანტო აუქციონი, რომლითაც არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩება დაუსრულებელი.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებს არამარტო თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს.

„ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მილიონი ლარის საგრანტო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობებს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა. იმისთვის, რომ თითოეული ქართველი ოჯახისთვის, რომლებსაც გარკვეული დანაზოგები ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და არ შეშლოდათ მათ ხელი – ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად დღეს გამოვიტანთ აუქციონზე 100 მილიონ ლარიან გარანტიას იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების პერიოდში და ამ პერიოდში დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებენ არამარტო დედაქალაქს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც პირველადი შენატანი უკვე გააკეთეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირდა. მისი განმარტებით, შესაძლოა...

რას გულისხმობს ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლება

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოსთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“ - აცხადებს...

ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო – თენგიზ...

"ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო "- ინფექციური...

“რა გგონიათ, ამერიკაში არ ხდება?” – ცერცვაძე კლინიკაში ნაცნობობით მოხვედრაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში პაციენტები საავადმყოფოში ნაცნობობით ხვდებიან, თუმცა ამას...

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის...

იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი! – ელისაშვილი...

"იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი!"-...

“პოლიტიკური ინდმეწარმეები, პედოფილიის მხარდამჭერები” – ვოლსკი ოპოზიციაზე

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებს აფასებთ. "წამოიდგინეთ უცებ, ქართული ოცნება გვერდზე რომ გაიწიოს,...

ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას – ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

"ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას "- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო