ჟდანოვმა დაასახელა ერთადერთი რუსული რაკეტა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვას ჯერ არ ჩამოუგდია

უკრაინისთვის ყველაზე საშიში ჰიპერბგერითი „კინჟალის“ ტიპის რაკეტებია. უკრაინის  საჰაერო თავდაცვის სისტემას უჭირს მათი ჩამოგდება.

“მხოლოდ კინჟალის რაკეტა არის ჩვენთვის პრობლემა. რადგან ის ჰიპერბგერით ითვლება. ტრაექტორიის ცალკეულ მონაკვეთში ის ავითარებს ასეთ სიჩქარეს. რუსებმა ის ჩვენ წინააღმდეგ სამჯერ გამოიყენეს და სამჯერ, ყველა რაკეტამ მიაღწია მიზანს, ჩვენ ვერ ჩამოვაგდეთ. ის საჰაერო ბაზაზეა და იმ ზონაში, სადაც შეგვიძლია თვალი ვადევნოთ და ჩამოვგდოთ. ამ რაკეტას აქვს ყველაზე მაღალი სიჩქარე“, – განმარტა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა. ინტერვიუ TSN.ua-სთან.

თუმცა ჟდანოვს ასევე არ სჯერა, რომ „კინჟალი“  ჰიპერბგერით რაკეტად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ანადგურებს “ონიქსებს”. “ოდესა და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქები ხშირად იბომბებოდა. ჩვენ გვაქვს ამ რაკეტის ჩამოგდების გამოცდილება”, – დაასკვნა ჟდანოვმა.

„კინჟალის” ტიპის რაკეტა „ისკანდერის“ მოდერნიზებულ აერობალისტიკურ რაკეტას წარმოადგენს, რომლის სტარტი არა მობილური სახმელეთო სარაკეტო დანადგარიდან, არამედ – ზებგერითი მიგ-31-ის ტიპის მძიმე ავიაგამანადგურებლის ბორტიდან ხდება.

12-15 კმ-ის სიმაღლეზე ზებგერითი, 2 ათას კმ/სთ სიჩქარით მფრენი მიგ-31-იდან სტარტს იღებს „კინჟალის“ რაკეტა, ადის 20 კმ სიმაღლემდე, ავითარებს ჰიპერბგერით სიჩქარეს (14 ათასს კმ/სთ-ზე მეტს) და არანაკლებ 2 ათასი კმ-ის რადიუსში, რამდენიმე მეტრის სიზუსტით ხვდება მიზანს, რომლის დროსაც 500 კგ მასის საბრძოლო ქობინი ფეთქდება.

„კინჟალის“ რაკეტა იცვლის ფრენის მიმართულებას, პარალელურად კი  ავითარებს ჰიპერბგერით სიჩქარეს. თავად რაკეტის კორპუსი დამზადებულია „სტელსის“ ტექნოლოგიით ( რადიოლოკატორებს უჭირთ მისი დროულად აღმოჩენა). „კინჟალის“ ჩამოგდება მხოლოდ თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემებით არის შესაძლებელი, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას, სამწუხაროდ, შეიარაღებაში არ აქვს.

„კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.

სასტიკი ბრძოლები ბახმუტისთვის: რატომ ცდილობს რუსეთი ასე ჯიუტად ამ ქალაქის ხელში ჩაგდებას?

დონბასის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი ბახმუტი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინის ფრონტის ხაზზე ყველაზე...

მდინარაძე: “გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს “გლობალ პოინტთან”, რომელმაც უნდა გაუწიოს PR-კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული...

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაჩე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კონტრაქტი...

“ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ“– ზელენსკიმ მასკი უკრაინაში მიიწვია

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის განცხადებებზე საუბრისას უკრაინის ომთან დაკავშირებით,...

პენტაგონი: ჩინეთს 400-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს

ჩინეთს ახლა 400-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს - აცხადებს პენტაგონი. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის...

პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება – ნარიშკინი

„რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ვარშავა აჩქარებს მზადებას დასავლეთ...

ცდილობთ, 9 ბრალდებულიდან რომელიმე გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ, ვერ ათქმევინებთ – ფურცხვანიძე პროკურორს

"ცდილობთ, 9 ბრალდებულიდან რომელიმე გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ, ვერ ათქმევინებთ" - ამ სიტყვებით მიმართა,...

კახი, თუ არ გადაიხდიან მიკროფონები და დინამიკები წამოვიღოთ – გლდანის მაჟორიტარი TV პირველის საქმეზე

დღეს, სასამართლომ „ტვ პირველს“ და ტელემწყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძის მიმართ 15 ათასი ლარის...

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

, ესპანეთის დედაქალაქში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, საელჩოს თანამშრომელი. მედია...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

დემი მური ბოიფრენდს დაშორდა

ამერიკელი მსახიობი დემი მური, რომელმაც ცოტა ხნის წინ 60 წლის იუბილე მხიარულად აღნიშნა, როგორც ჩანს, ისევ  მარტოა. Us Weekly-ის ცნობით, ის თავის ბოიფრენდს, შვეიცარიელ...