სანამ თქვენ რუსთაველზე დგახართ, თქვენი შვილის სული არ ცხონდებაო–რა უთხრა პატრიარქმა მოკლული მოზარდის მშობლებს

„სამართალდამცველთა ლიგის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ფეისბუქზე წერს სტატუსს, რომელშიც იხსენებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მშობლების საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის ეპიზოდს:

სულ ვფიქრობდი, უნდა მეთქვა თუ არა.. რთულია. ასაკოვან კაცზე, თან მაღალი ავტორიტეტის მქონე პატრიარქზე, ნამდვილად არ არის მარტივი, ილაპარაკო.

მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ რამე არის სათქმელი, უნდა ვთქვა სანამ ცოცხალია და შეუძლია პასუხი და არა სიკვდილის შემდეგ. ეს ჩემთვის დიდი მორალური ბარიერი იქნება.

2018 წლის 2 ივნისს, როდესაც საპროტესტო აქციებით დუღდა რუსთაველი, ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი მეუფე და მე და ზაზა სარალიძე დაგვიბარეს პატრიარქთან.

სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი. დაახლოებით 17 საათზე წავედით შეხვედრაზე, საპატრიარქოში.

როგორც მოხდა, შეთანხმების მიუხედავად, ჩემთვის მოულოდნელად მე არ შემიშვეს პატრიარქთან. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ შეხვედრიდან გამოვიდა ზაზა და მისი მეუღლე, ჩავსხედით მანქანაში და დავიძარით რუსთაველისკენ.

რათქმაუნდა მაინტერესებდა, მანქანაში მოვტრიალდი და ზაზას ვკითხე, თუ რა უთხრა მას პატრიარქმა?

ლოცვა გააძლიერეთო – მიპასუხა მან. თავი დავხარე, ცხადია პატრიარქისგან სხვა მოლოდინი არც ყოფილა.

ამ დროს ატირდა ზაზას გვედრდით მჯდომი მისი მეუღლე, დათუნა სარალიძის დედა.
– მხოლოდ ეგ არ უთქვამს, თქვა მან.

– სანამ თქვენ რუსთაველზე დგახართ, თქვენი შვილის სული არ ცხონდებაო. – თქვა მან მკაცრი ხმით და ტირილი გააგრძელა.

სისხლი გამიშრა. სიტყვა ვერ ვიპოვე. მივტრიალდი და გავაგრძელეთ გზა რუსთაველისკენ, სადაც წვიმაში იდგა ხალხი და გველოდებოდა.

არ მესმის, მაგრამ ვიცი რატომ არ ხვდება პატრიარქი მიხეილ სააკაშვილის ოჯახს.“– წერს კუპრავა.

საქართველო არ შეუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი არ შეუერთდა – მეთიუ ბრაიზა

"არ ვიცნობ ბატონ ივანიშვილს, მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ მას, არ ვიცნობ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პოზიციებზე...

ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი – დეგნანი ივანიშვილის დეპუტატებზე

"ვფიქრობ, ქართულ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დამაბნეველია ხელისუფლების...

სხვისი პრაქტიკის გადმოტანა მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს – დეგნანი დეოლიგარქიზაციაზე

''დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არასათანადო გავლენის აღმოფხვრას პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე, ანუ რაც იწვევს გავლენას ფინანსურად...

რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების...

მიხეილ სააკაშვილი საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს და ამერიკელი ექსპერტების შესვლას ელოდება

მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებისა და საკვების მიღებაზე უარს აცხადებს  და ვივამედის პალატაში ამერიკელი ექსპერტების შესვლას ...

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის რკინიგზით გადატანის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ – პენტაგონი

პენტაგონი არ ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთს, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით გადაჰქონდეს. ამის...

ფრონტზე მარცხმა და მობილიზაციამ პუტინის მხარდამჭერ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გააშიშვლა–ISW

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში აანალიზებს “რუსული სამყაროს“ სხვადასხვა რადიკალურ დაჯგუებებს შორის...

უკრაინელებმა ხერსონში 8 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინულმა ძალებმა ხერსონში კიდევ 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს. სამხრეთის ოპერატიულმა...

მეცნიერების გათვლებით დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი ჩამოყალიბდება. დასახელებულია ვადაც

ახალი კვლევის ფარგლებში ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტექტონიკური ფილების მდუმივი მოძრაობა ადრე თუ გვიან კონტინენტების შეჯახებას გამოიწვევს და წარმოიქმნება ახალი კონტინენტი, შუაში დიდი უდაბნოთ....

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან მდებარე სასახლე გასაყიდად გამოიტანა და რუსეთი კვლავ დატოვა

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა გაყიდოს მისი საყოველთაოდ ცნობილი სასახლე სოფელ გრიაზში, მოსკოვიდან 40 კილომეტრში. სასახლის ღირებულება 1 მილიარდი რუბლი, ანუ 16 მილიონი დოლარია....