სანქციები გამოიწვევს ორმხრივი კავშირების საბოლოო განადგურებას – რუსეთი ბრიტანეთის ელჩს აფრთხილებს

ბრიტანეთის ელჩი მოსკოვში დებორა ბრონერტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციების გამო დაიბარეს, მათ შორის რუსეთის  სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის წინააღმდეგ. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

“ელჩს ეცნობა ასეთი დესტრუქციული ქმედებების მიუღებლობის შესახებ, მათი გაგრძელება გარდაუვლად გამოიწვევს ორმხრივი კავშირების საბოლოო განადგურებასა და რუსეთსა და გაერთიანებულ სამეფოს ხალხს შორის ურთიერთობის დაზიანებას”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული მედიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება “მხოლოდ იმის გამო, რომ მათი გაშუქება და მოვლენების ინტერპრეტირება დასავლურ მაგალითს არ შეესაბამება, მორიგ ჯერზე ადასტურებს ბრიტანელი პოლიტიკოსების ცინიზმს, რომელთათვისაც მედიის თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა საბაზრო პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტი.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

„რუსული მხარე გააგრძელებს ლონდონის მიერ ინიცირებულ ყველა სანქციაზე მკაცრ და გადამწყვეტ პასუხს და საპასუხო ზომებს მიიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.