“ვაშინგტონში გვქონდა ძალიან მაღალი კალიბრის შეხვედრები – აშშ-ს სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში და ყველა მნიშვნელოვან ანალიტიკოსთან. მინდა, პირდაპირ ვთქვა, რომ სანქციები აბსოლუტურად რეალურია. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები დღეს ვაშინგტონში კონკრეტულ სახელებს და გვარებს განიხილავენ.

ვაშინგტონმა გადასარევად იცის, რა ცოდვები აქვთ ჩადენილი ამ ქვეყნის წინაშე და კიდევ უფრო დეტალურად ვაწვდით. თითოეულმა მათგანმა მინდა იცოდეს, რომ ყველაფერი, რაც დაუშავებიათ, უკლებლივ ყველა ნაბიჯი იქნება მიწოდებული. ახლა ეს შეკრებები და ვაი–ვიში, ჩვენ კარგი ხალხი ვართო… გადასარევად იცის ყველამ”

ამბობს “ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია TV პირველის ეთერში.