“აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები ჩემს შეფასებებში და არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქციები, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული არ არის დამაზიანებელი, მათ შორის, ეკონომიკური პროცესებისთვის, რადგან ეს ზოგადად ქვეყნის რეპუტაციის შემლახველია და სამწუხარო ფაქტია ნამდვილად.

თუმცა, მე არა თუ იმედი მაქვს, ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ, იგივე აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა, ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი სხვა ქვეყნებისთვისაც და აქედან გამომდინარე, ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესება მოხდება ამ კუთხით”.

აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.