“საოცრება ხდება – კახა კალაძის პრეზენტაციის შემდეგ კომენტარზე დავდექი და… ტელეკომპანია “მთავარი”, – კითხვა გახარიაზე, მაწყვეტინებს “ფორმულა” ორჯერ, ისიც გახარიას თემით, “TV 1” ცდილობს დამატებით დასვას კითხვა, ისიც გახარიაზე.
პასუხების მიუხედავად, ჟურნალისტებთან თხუთმეტწუთიანი კომუნიკაციის შემდეგ ავტომანქანამდე (რომელიც საკმაოდ მოშორებით გვეყენა), მაცილებს “ტვ1″ დაჟინებული ჩაკითხვებით ისევ გახარიაზე… აღარ ვპასუხობ…
ნაცმოძრაობის სხვადასხვა ფრთის ტელევიზიების მიზანი?! პასუხის ჩემი ვერსიაა გიორგი გახარიას მაქსიმალური აქტუალიზაცია…”
წერს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე.