კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 18:18

საპროცედურო კომიტეტმა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ნიკა მელიას 29 ივლისის განცხადება გახდა აღნიშნული თხოვნით მელიამ პარლამენტს თავად მიმართა. მიზეზად მან 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა და ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ რეფერენდუმში მონაწილეობა დაასახელა.

“მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თხემით-ტერფამდე გადავდივარ ელენესთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად.

მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ ქართულ ოცნებას”, – თქვა ნიკა მელიამ 29 ივლისს.