სასამართლომ ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დედა მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში  ამჟამად არ იმყოფებიან.  მათ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ექიმს, მარინა რამაზაშვილს, პროკურატურა მძიმე ბრალდებას უყენებს  და ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა “ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო”.

აღსანიშნავია, რომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელმა მშობლები დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები შეერთებულ შტატებში გაუშვა.