სასამართლომ 2 უბნის გახსნაზე ევროპული საქართველოს საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ პარტია “ევროპული საქართველოს“ საჩივარი ისანში 2 უბნის
გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.

პარტიის წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, საქმე ეხება მე-16 და 26-ე უბნებს.

“ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-16 და 26-ე უბნის გახსნა, აღნიშნული მოთხოვნა, ჯერ საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა, შემდეგ ჩვენ შემოვედით და გავასაჩივრეთ სასამართლოში პირველ ინსტანციაში, სასამართლომ ევროპული საქართველოს საჩივარი არ დააკმაყოფილა, არ გახსნა უბნები და გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება.

ეს დადასტურებულად ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რასაც დაწერს შედეგებს, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია ამას გაასაჩივრებს, გარანტირებულად იცის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ სასამართლო გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებებს და უბნებს არ გახსნის”,– აცხადებს დონაძე.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სასამართლოს მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ.