“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ეს არის გუნდი, რომელიც არის გარანტი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების, სიმშვიდის, ეკონომიკური განვითარების, გაძლიერების და რა თქმა უნდა, ის მხარდაჭერა, რაც აქვთ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენ წარვდგებით, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდი სხვადასხვა იმ გაერთიანებებისგან, როგორც ეს ოპოზიციურ სპექტრში არის წარმოდგენილი, რომ მაქსიმალურად მცდელობა აქვთ საზოგადოება დააბნიონ. თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს, ვინ არიან რეალურად ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, როგორია მათი განვლილი პოლიტიკური ცხოვრება, ასევე, რა აქვთ გაკეთებული ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ. ხალხს ძალიან კარგი მეხსიერება გვაქვს და ვიცით, ეს ყველაფერი, თუ რა იყო წლების წინ. შესაბამისად, 26 ოქტომბერს ხალხი რადიკალიზმს და იმ ბოროტებას, რომელიც დღევანდელი ოპოზიციის სახით წარმოდგენილია შესაბამის პასუხს გასცემს.[…] შეიძლება დიდი სურვილიც არ აქვთ, მაგრამ მათ ავალებენ და ეუბნებიან, რომ ისინი უნდა გაერთიანდნენ. მაგალითად: პარტია “გახარია საქართველოსთვის” და თეონა აქუბარდიას გაერთიანებამ, არ ვიცი ერთმანეთს რა პლუსი უნდა მოუტანონ, უბრალოდ სასაცილოა, ან ხაზარაძე – ელისაშვილი. ერთი თაღლითს ეძახდა ერთს, მეორე კი ხალხის გაუბედურებაში ადანაშაულებდა და ეუბნებოდა, რომ ის კრიმინალური რეჟიმი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა – ხაზარაძე სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენი იყო და მისი ხელით უამრავ ოჯახს აუბედურებდა. ალბათ, გახსოვთ? თუ სწორად მახსოვს რუსთავი 2- ის ეთერი იყო, რომ დაუპირისპირდნენ, ცოტაც და ალბათ, ხელჩართული ჩხუბიც იქნებოდა და დღეს ხელი-ხელ გადახვეულები არიან! როგორ წარმოგიდგენიათ, რა ადამიანებთან გვაქვს საქმე? ხალხი ამას ყველაფერს ვხედავთ, ვაფასებთ, სწორ ანალიზს ვაკეთებთ და შესაბამისი პასუხიც იქნება არჩევნებზე”,
აცხადებს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.