საუბრისთვის თავში ურტყეს “დუბინკები”, გაზიც შეასხეს სახეში – აცხადებს, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის მეუღლე, ნატა ქორიძე.
“ზურა გუშინ დააკავეს. პოლიციელებთან საუბრის გარდა არაფერი გაუკეთებია გუშინ აქციაზე, ძალადობა მისთვის მიუღებელია. საუბრისთვის თავში ურტყეს “დუბინკები”, ეტყობა კიდეც დაზიანებები თურმე, მე თვითონ ვერ ვნახულობ მას. გაზიც შეასხეს სახეში, ისევე , როგორც უამრავ ადამიანს. ახლა დაკავებული ყავთ დიღმის იზოლატორში. წესიერი სამედიცინო დახმარება როგორც ჩანს არც აღმოუჩენიათ. მხოლოდ გამაყუჩებელი მისცეს გუშინ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ? რა მომავალს ვქმნით?” წერს ნატა ქორიძე.