“ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა,” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
“ჩემი აზრით, მეორე ტურისთვის ყველა ძალიან ყურადღებით დააკვირდება პროცესებს, რომ უფრო მეტი სერიოზული დარღვევა არ იყოს, რომელიც შედეგების ვალიდურობას ეჭვქვეშ დააყენებს.
„როგორც ვნახე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კანონდარღვევები იმდენად სერიოზული იყო, რომ არჩევნები თაღლითურად ჩატარდა. ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ ზოგადად, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, არჩევნები კონკურენტული და საერთო ჯამში, თავისუფალი იყო. ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა. ეს ქართულ პოლიტიკასა და დემოკრატიას უფრო კონკურენტულს გახდის, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს მთლიანი ქვეყნის წინაშე, თუ პარლამენტში ასეთი ცვლილება მოხდება. ასევე, ვგულისხმობ, მე რომ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მქონდეს, რა თქმა უნდა, ამას გამოვიყენებდი, რადგან სწორედ ესაა დემოკრატია.
მესმის პროტესტი და იმის თქმა, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დემოკრატიაში როდესაც პარტიაზეა საუბარი, პასუხისმგებლობაა ამომრჩევლის წინაშე, რომ მათთვის პარლამენტში იბრძოლო. ასე რომ, მე ვიგრძნობდი პარლამენტში შესვლისა და ჩემი ამომრჩევლების ინტერესების გატარების პასუხისმგებლობას. თუმცა მესმის, საქართველო განვითარებადი დემოკრატიული სისტემაა და ყველა ლიდერს შეუძლია, გადაწყვიტოს, როგორ უნდა გააჟღეროს თავისი პროტესტი“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
წყარო : ინტერპრესნიუსი