საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება

საკოორდინაციო საბჭოსთან განცხადებით, საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება.

“სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს”, — განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ტრადიციებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პერიოდში ბევრი ხალხის თავშეყრაა მოსალოდნელი და ამის პრევენციის მიზნით დაწესდა ეს შეზღუდვა.

საფლავებთან გზებს შსს გადაკეტავს.