საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NATO-ს ვილნიუსის სამიტის დაწყების წინ თქვა, რომ, მისი გადაწყვეტილებით, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემენ.
“სიტუაციისა და კონტრშეტევის გათვალისწინებით, რომელსაც უკრაინა ხელმძღვანელობს, მე გადავწყვიტე გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს შემდგომი დარტყმის შესაძლებლობა მივცე, ჩვენი დოქტრინის სიცხადისა და თანმიმდევრულობის შენარჩუნებით, ანუ უკრაინას საშუალება მისცეს დაიცვას თავისი ტერიტორია”, – განაცხადა მაკრონმა.