საქართველოსა და აშშ-ის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა – საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ჩართულობით ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთთან კონფლიქტის დროს დაკავებული 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას.
საქართველო თავიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკელ პარტნიორებთან, ისევე, როგორც სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეეტანა საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება“–აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი – აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

მხარეთა შეთანხმებით მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ – ღარიბაშვილი

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს,...

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება – საგანგებო

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება  - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს...

საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის...

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის – ილვესი

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ამის შესახებ ესტონეთის...

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან – ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან - ქვეყნის ჩრდილოეთით, ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია რის გამოც ათასობით...

თბილისს, შესაძლოა, შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს – ფორმულა

ტელეკომპანია ''ფორმულას'' ინფორმაციით, თბილისს, შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს და...

დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე – ზურაბიშვილი

"ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში, დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა...

არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას – ზურაბიშვილი

"არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას" -  ასე ეხმაურება, საქართველოს პრეზიდენტი,...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...