“საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იყო ის, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გადაწყვეტილების ნაწილი ვერ გახდა“–სტრონსკი

ამერიკის ხმა ამერიკელ ანალიტიკოსებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა გახდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი, მაშინ, როცა ეს სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს, და რა შანსები აქვს ამის შემდეგ საქართველოს. ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე და რეკომენდაციებზე საუბრისასაც, მთავრობა ოპოზიციას დასავლელი პარტნიორების მოტყუებაში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მთავრობას – ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებაში. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ევროპელთა მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობის დაკარგვის გამორჩეული მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გასული წლის გაზაფხულზე ე.წ. „მიშელის შეთანხმების“ დატოვება იყო. უშუალოდ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების უგულებელყოფა და შემდგომი პროცესები მათი აზრით, განსაკუთრებით უარყოფითად შეფასდა.

“ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების კოლაფსმა ამ კუთხით ქვეყნის პერსპექტივები დააზიანა და ყველა მხარის მიმართ ნდობა შეამცირა. გაჩნდა იმედგაცრუება არა მხოლოდ მმართველი „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ ოპოზიიციის მიმართაც”, – ამბობს პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ამერიკის ხმასთან საუბრისას. მისი აზრით, შემაშფოთებელი პრობლემებია ზედმეტად ცენტრალიზებული ძალაუფლება, რეალური ინსტიტუციური და სისტემური ცვლილებების ნაკლებობა და მმართველობის ვერტიკალური სისტემა.

„საქართველო ყოველთვის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, როცა რეგიონში დემოკრატიის შესახებ ვსაუბრობდით. მისგან მოლოდინები ძალიან, ძალიან მაღალი იყო. გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა იმედისგამაცრუებელია ის, რომ ქვეყანა კვლავ პოლარიზაციის მახეშია გაბმული, კვლავ პოლიტიკური კრიზისი, კვლავ [პრობლემური] მედია ლანდშაფტი, კვლავ კორუფციის მაღალი მაჩვენებლები და შეკითხვები მართლმსაჯულების შესახებ – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებზეც საქართველოს შეუძლია მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იყო ის, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გადაწყვეტილების ნაწილი ვერ გახდა“, – მიიჩნევს მკვლევარი და დასძენს, რომ საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

სტრონსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მოლდოვამ და უკრაინამ მოახერხეს უფრო მკაფიოდ ეჩვენებინათ ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ მათი მთავრობა რეფორმების და პრო-დასავლური კურსის ერთგულია. და მართალია პრობლემები არსებობს, მაგრამ დასავლეთისკენ სვლა აშკარაა. „მაშინ, როცა საქართველოში ჩვენ ვნახეთ სტაგნაცია და უკუსვლა. ვხედავთ უდიდეს შიდა პოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც ქვეყანას წინ წასვლაში ხელს უშლის, და პოლარიზაციას, რომელმაც რეალურად შეაჩერა დღის წესრიგი. ეს ძალიან შემაშფოთებელია“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ავანსად მიიღეს“ და მათ პირობების შესასრულებლად ამის მერეც ექნებათ დრო. საქართველო კი არც ომშია ჩაბმული და არც ფრონტის ხაზთან ისე ახლოა, როგორც – მოლდოვა. ამიტომ ეს ქართველმა ხალხმა მარცხად არ უნდა აღიქვას. თუმცა პოლ სტრონსკი ფიქრობს, რომ გეოგრაფიულ მდებარეობაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველომ არ შეასრულა აქამდე გაცემული დაპირებები.

„მათ შესაძლოა მართლაც ჰქონდათ ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობა, ვიდრე ნებისმიერ სხვა მთავრობას, მაგრამ მათ არ ჰქონიათ სტაბილურობა და სხვა ტიპის პროგრესი. იქნებ მშვიდობაც იმის გამო იყო, რომ რუსეთს სხვა ფრონტი აქვს და მეორე ფრონტის გახსნა არ სურდა და არა მხოლოდ მათი მმართველობის გამო“, – ამბობს სტრონსკი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა პასუხად. ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოში ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი სრული ერთგულება დღეს არც ისე ნათელია და ბოლო დროს საფრთხე შეექმნა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა უმცირესობათა უფლებები თუ სხვა, სამოქალაქო უფლებები.

„ბევრი მოქალაქე ძალიან ბედნიერი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით, რადგან ჩანდა, რომ გარდაქმნა ხდებოდა. მაგრამ ამის შემდეგ გარდაქმნა არ გვინახავს. 10 წლის მერე ჩვენ ვხედავთ ძალაუფლების კონსოლიდაციას და არის შეკითხვა იმაზე, იზიარებენ თუ არა საქართველოს ლიდერები იმავე უნივერსალურ და ლიბერალურ ღირებულებებს, რომლებიც დასავლეთს აქვს? ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპის ნაწილად ხედავს, მათ სურთ ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა. მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკური ლიდერობა ჯერ არ არის ამისთვის მზად და ის უფრო და უფრო პოლარიზებული და უფრო და უფრო არეული ხდება“, – მიიჩნევს სტრონსკი.

სტრონსკი ფიქრობს, რომ საქართველოში არსებულ კონკრეტულ გამოწვევებთან ერთად, ევროკავშირი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც მსჯელობს. რადგან ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ახლა ბლოკის წევრია, სწორედ მანამ მიიღეს, სანამ ისინი რეფორმირებას დაასრულებდნენ, ზოგმაც მოგვიანებით დაიწყო უკუსვლა, რადგან არ იყვნენ [პირობების] ერთგულნი. აპრილის შეთანხმების კოლაფსის შემდეგ კი ევროპელ ლიდერებს აშფოთებთ, „ხომ არ მიჰყვება საქართველო უნგრეთის გზას?“ – ამბობს კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების დირექტორი და განმარტავს, რომ ბოლო ორ წელიწადში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მზაობაზე და ლიდერების მზრიდან დასავლური ღირებულებების ერთგულებისადმი ბევრი ეჭვი გააჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართველი ხალხი ნამდვილად მზადაა მეტი ინტეგრაციისთვის.

იმოქმედებს თუ არა ევროინტეგრაციის გზაზე შეყოვნება ამერიკასთან ურთიერთობაზე და საქართველოსადმი მოლოდინებზე ატლანტის ოკეანის დასავლეთით? – სტრონსკი ამბობს, რომ სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით არსებული პარტნიორობა ამერიკასა და ქართველოს შორის ძალიან ძლიერია. მართალია ვაშინგტონში ნამდვილად არსებობს იმედგაცრუება რეფორმების ნელი ტემპისა და იმის გამო რომ პრობლემები წლების განმავლობაში არ გვარდება, მაგრამ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ დადებითი განწყობა ამერიკის დედაქალაქში უცვლელია.

„ამერიკა მხარს უჭერს იმას, რისი გაკეთებაც ევროპას სურს საქართველოსგან – მხარს უჭერს ამ რეფორმებს და მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს დასავლეთთან უფრო ფართო ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მოთმინება არ არის ამოუწურავი“, – ამბობს პოლ სტრონსკი.

წყარო:ამერიკის ხმა

ომის დაწყებიდან რუსეთმა სუ-35-ის ორი ესკადრილია დაკარგა – გენერალური შტაბი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის უახლესი Su-35 გამანადგურებლების 2 ესკადრილია დაკარგა.  ამის შესახებ უკრაინის...

ტრ**ს თუ არ გავანძრევთ და ამ რუსულ თალიბანს არ გავუშვებთ, იგივე გველის რაც ავღანეთს...

"რა გავიგეთ ყაველაშვილების წერილიდან ანუ რისი სჯერა ივანიშვილს ან რა უნდა რომ დააჯეროს თავისი...

სოსო გოგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური მას ციხეში ტელეფონით ესაუბრა და დაემუქრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი...

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა –...

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა - ამის...

მოსკოვთან ახლოს სამხედრო ნაწილის ყაზარმაში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვთან ახლოს, პოდმოსკოვიეში, დოლგოპრუდნოეში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო...

რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა, მძევლად ჰყავს აყვანილი ატომური ელექტროსადგურები და ყველას აშანტაჟებს – ზელენსკი

„რუსეთმა ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია. როდესაც ოკუპანტები მივიდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, მათი ტანკები...

საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს – ვოლსკი პოდოლიაკის განცხადებაზე

საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს - ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის  დეპუტატი, გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის...

უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი მარშალის გეგმაზე მასშტაბური იქნება – შოლცი

"ზარალი დრამატულად დიდია, ის მილიარდები დაჯდება და მთელი გლობალური საზოგადოების გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეს...

პოლიციამ დაადგინა წყვილის ვინაობა, ვინც მარჯანიშვილზე საჯაროდ სექსით იყო დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ქეთი კოვზიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით...

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...