პრემიერმინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

ასევე, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, პირველ რიგში, არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

ამის შესახებ,  პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.