საქართველოს ისტორიაში 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ყველაზე ცუდი – ევროპარლამენტარები

31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა ლიეტუვადან  ისაუბრა.

“2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. დემოკრატიის პროცესში ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი. საქართველოს ისტორიაში პირველად გაჩნდა შესაძლებლობა კოალიციური მთავრობის შექმნის, თუმცა, არჩევნების ღამეს რაღაც შეიცვალა. ამომრჩევლებზე ზეწოლის დევნის და მარგინალიზაციის ფაქტები საკმაოდ დაფიქსირდა, თუმცა, ყველაზე დიდ შეშფოთებას საარჩევნო კომისიაში ოქმების გადაწერამ გამოიწვია, ყოველივე ეს ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოიყენა. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს არჩევნების შედეგებს მოლაპარაკებები დროში გაიწელა მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობა ოპოზიციის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ეს იქნება ერთპარტიული პარლამენტი საზოგადოებაში არავინ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, საქართველო მძიმე მდგომარეობაშია ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენა იქნება”, – ამბობს ევროპარლამენტის წევრი, ანდრიკინე ლაიმა

“31 ოქტომბრის არჩევნებმა გარკვეული შეკითხვები დაგვიტოვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ოპოზიციამ და საზოგადოებამ დააფიქსირეს, რომ არჩევნები სათანადოდ არ იყო მომზადებული და არა ერთი დარღვევა დაფიქსირდა. ვუერთდები ევროპის სახალხო პარტიის მიერ კანდიდატების დაკავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, გაატაროს სასმართლო რეფორმები და უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძიერება “, – ამბობს ევროპარლამენტის წევრი, ალექსანდრ პოსიე

“არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა თუმცა იყო გარკვეული დარღვევები მოვუწოდებთ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოებაში არსებული პორალიზაციის შემცირება უზრუნველყონ. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოახდინოს არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების სამართლიანი გამოძიება, დაიცვას საერთაშორისო რეგულაციები და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ოპოზიციამ კი პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს არის პლატფორმასადაც მსგავსი საკითხები უდნა განიხილებოდეს”, – თქვა ევროპარლამენტის წევრმა, ტიტუს კორლატენიმ

მიმდინარეობს დისკუსიები ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე – კრის სოჩა

"აშშ-მ, შესაძლოა, ივანიშვილს სანქციები დაუწესოს"- ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა...

საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს დუმილს ხშირად მიმართოს

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ დუმილს ხშირად...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს. "მეგობრებო,...

მეგობარო, გირჩევდი, გადაიხადო გირაო, მაინც არაფერი გამოგდის – ზარქუა ნიკა მელიას

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მეგობარს უწოდებს და გირაოს გადახდისკენ მოუწოდებს. "მინდა მივმართო ნიკანორ...

ზუგდიდში პოლიციის საპასუხო სროლის შემდეგ ბრალდებული უგონოდ ნახეს – ის გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებულმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლის...

საშველად შემოთვლას თავი დაანებეთ, ფარჩაკებო, მოგენატრებათ გუნდაობა – სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე და მის ოჯახის წევრებზე მოძალადეებს მოუწოდებს, თხოვნის შემოთვლას თავი დაანებონ. "საშველად...

ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებთან ერთად ნიკა მელიას...

სხვებს უკრძალავენ 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ, იმიტომ რომ იქ თვითონ არიან – ერეკლე...

" ხალხი რომელიც დღემდე საბჭოთა ისტორიაში იქექება, სხვებს უკრძალავენ 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ,...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო