საქართველოს მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამო UEFA-მ ალბანეთის ნაკრები €35 000-ით დააჯარიმა

UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინის კომისიამ საქართველოსთან და უკრაინასთან გამართული მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამო,ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ჯამში, 41 250 ევროთი დააჯარიმა.

10 სექტემბერს,  ალბანელი გულშემატკივრების მიერ საქართველოს ჰიმნზე სტვენის გამო UEFA-მ ფედერაცია €12 500-ით, სტადიონზე კიბეების ბლოკირებისთვის €18 000-ით, ხოლო მატჩის დროს მოედანზე ნივთების სროლისთვის  €4 750-ით დააჯარიმა.

ხოლო 7 სექტემბერს უკრაინასთან მატჩის დროს გულშემატკივრების მოედანზე შევარდნისთვის ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 6 000 ევროთი დააჯიმდა.