“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ”საქართველოს მეტი რეკომენდაცია შეიძლება შესთავაზონ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად”.
“საქართველოს, შესაძლოა მისცენ დამატებითი რეკომენდაციები, რომ შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. არ არის გამორიცხული, რომ ევროკომისიამ ერთგვარი „შუალედური“ შეფასება გააკეთოს, მაშინ, როცა, კიევისა და კიშინიოვის შემთხვევაში, შესაძლოა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ზოგიერთი საზრუნავი, განსაკუთრებით სასამართლო საკითხები, შეიძლება მოგვარდეს შემდგომ მოლაპარაკებებში, რომლებიც, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში გაგრძელდება. ბევრმა შეიძლება დასვას კითხვა, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით, რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებული მოვლენებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, რამაც გააღიზიანა ბრიუსელი. ბრიუსელში ისევ ფიქრობენ, რომ თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება და იქვე უნდა დარჩეს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის შეთავაზება მაინც გონივრულია, იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსი ბოსნია და ჰერცეგოვინამაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნა არ შეუსრულებია”, – წერს იოზვიაკი.