“საქართველო ნატოს პარტნიორია და ალიანსი სრულად უჭერს მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საქართველო ნატოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გავაღრმავოთ ეს პარტნიორობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარებას და სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ უკან გაეხმო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რადგან ის არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ ფასეულობებს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სურს დემოკრატიული განვითარება.”

განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.