“საქართველოს პრემიერი კაცია და კვერცხები აქვს” – ასე ეხმაურება კრემლის პროპაგანდისტი, ვლადიმერ სალავიოვი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

სალავიოვმა ამის შესახებ ტელეგრამ არხზე დაწერა. მან ღარიბაშვილის ის ციტატები გააზიარა, რომელშიც ის უკრაინის ოფიციალურ პირებს აკრიტიკებდა:

„როდესაც საომარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამონახავს დროს და პასუხობს აქ განხორციელებულ დესტრუქციულ მოქმედებას, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ახორციელებს, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ის ჩართულია, მას აქვს მოტივაცია, რომ აქაც მოხდეს რაღაც, შეიცვალოს. “- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას სალავიოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე ციტირებს.

სალავიოვმა ასევე გააკრიტიკა სხვა უკრაინელები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს საპროტესტო აქციებს.

გამოვიდა კლიჩკო, ფეიგინი და სხვა უცნაური ხალხი, უკრაინელი პოლიტიკოსები, გამოვიდა არახამია და რამდენიმე უბედური დამარცხებული, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებებია საჭირო, რაღაც სცენარი, გადატრიალება. ეს არის პირდაპირი ინტერვენცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.