საქართველოს სანაპირო ზოლიდან 61 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

დღეს თურქეთის სანაპირო ზოლზე, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 61 კმ-ში, 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. შესაბამის ინფორმაციას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა აჭარაში.