“მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავინ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, დააწესოს ორმხრივი სანქციები, ეს მათი გადასაწყვეტია. ის, რასაც ყველა ქვეყნისგან ველით, რომელიც ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ დგას, არის ის, რომ თანხვედრაში მოვიდნენ საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან.

საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, იქნებოდა ეს  ირანის თუ სხვა ქვეყანის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლებსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერა. საქართველო უერთდება საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს. გავიმეორებ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სწორედ საქერთაშორისო სანქციების აღსრულებაა”

თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა.