“უპირველეს ყოვლისა მინდა მოვულოცო საქართველოს ეს წარმატება ევრო 2024-ზე. საქართველოს ფეხბურთი არის ბრწყინვალე, მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთი კარგი ამბავია საქართველოდან დღეისთვის, რადგან იმას რასაც ჩვენ ვუყურებთ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურებთ საქართველოს ბელარუსიზაციას. რუსი ოლიგარქი ივანიშვილი პირდაპირ ამართლებს პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ მან თქვა რომ რუსეთი კი არ დაესხა თავს 2008 -ში საქართველოს და 2014- სა და 2022 -ში უკრაინას, არამედ ეს გააკეთა “გლობალურმა ომის პარტიამ” დასავლეთიდან. ვინ არის ეს პარტია- ანუ ჩვენ! რადგან ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე საქართველოში. ჩვენ გვინდა რომ დავინახოთ საქართველოს ევროპული მომავალი. უნდა გაგახსენოთ ისიც რომ საქართველოს ჰყავს კრემლის პატიმარი სააკაშვილი. მე არასდროს ვყოფილვარ მისი პოლიტიკის მომხრე და არც ვარ, მაგრამ ფაქტია რომ ის კრემლის პატიმარია. მინდა მივმართო ქართველ ხალხს -( ქართულად- ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო ! ) დაიცავით თქვენი ქვეყანა ! ეს უკანასკნელი ბრძოლაა! თუ ამას ახლა არ გააკეთებთ თქვენ დაკარგავთ არა მხოლოდ თქვენს თავისუფლებას, არამედ დაკარგავთ საქართველოს ! ჩვენ თქვენთან ვართ! უკრაინა ! ევროპა ! თქვენთან ვართ ! “
განაცხადა ევროსაბჭოში მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ.