სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება ხდება. შესაბამისი განცხადება სუს-ში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა გააკეთა.
“უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოში არანაირი სახის ტერორისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს, აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება. სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული ხასიათის საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ოპერატიულად გავუზიარეთ პარტნიორებს. ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარესაც” განაცხადა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა.