საქართველოში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილის “საბედისწერო შეცდომაა”-BBC-ს ვრცელი სტატია სააკაშვილზე

BBC-ს რუსული რედაქცია ვრცელ სტატიას უძღვნის საქართველოს მესამე პრეზიდენტს და მის მდგომარეობას საქართველოში დაბრუნებისა შემდეგ.

“მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ანალიტიკოსები 54 წლის ექსპრეზიდენტის ყველაზე დიდ და საბედისწერო შეცდომას უწოდებენ, რომელმაც საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას დარტყმა მიაყენა და მისთვის პირად ტრაგედიად იქცა.

გასული წლის 1 ოქტომბერს ქართულმა ტელეარხებმა თბილისში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები გაავრცელეს. სააკაშვილს, რომელიც რვა წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა დაკავების შემდეგ, ორი პოლიციელი მიაცილებდა, ხელბორკილებდადებული სააკაშვილი კი ფართოდ იღიმოდა.

დღეს, ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, სააკაშვილი კვლავ პატიმრობაშია, არა ციხეში, არამედ თბილისის კლინიკაში, სადაც ის რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ის უკრაინის მოვლენებსა და ომს ეხმაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, გრძელი გამოსვლები აღარ აქვს და სხდომებსაც ვერ ესწრება. მიზეზი მისი ჯანმრთელობაა. ახლობლები ამბობენ, რომ ის დღითი დღე უარესდება. ისინი ერთადერთ გამოსავალს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაში ხედავენ.

ექსპერტთა ნაწილი ამას ეთანხმება. არასამთავრობო ორგანიზაციის „ემპათიის ცენტრის“ დასკვნის მიხედვით, რომელმაც უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სააკაშვილს პატიმრობასთან შეუთავსებელი სერიოზული დიაგნოზი აქვს.

20 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ ექიმები, ექსპრეზიდენტის ახლობლები, ოპოზიციის წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერები სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.

„ორმეტრიანი სააკაშვილისგან 80 კგ რჩება ხალხო! დამხმარე საშუალებებით მოძრაობს, თუ საერთოდ მოძრაობს და სამ კოვზზე მეტს ვერ ჭამს. ანუ კრიტიკულ მდგომარეობაშია. დრო აღარ არის. მიხეილ სააკაშვილისთვის წამზომი ჩართულია“, – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მისმა  ერთ-ერთმა ინიციატორმა ექიმმა ლევან ფერაძემ.

პროტესტის ნიშნად აქციაში მონაწილე ექიმებმა სახელმწიფო  კანცელარიასთან სამედიცინო ხალათები დაუტოვეს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი საჭირო და დროულ სამედიცინო დახმარებას იღებს და შესაბამის კლინიკაში იმყოფება. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სააკაშვილის მდგომარეობაზე კითხვაზე, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ ჯობს ამაზე ექიმებმა ისაუბრონ, მაგრამ სააკაშვილი რეანიმაციაში კი არა, თერაპიულ განყოფილებაშია და მასთან სტუმრები ყოველდღე მოდიან. .

სააკაშვილი საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე დაბრუნდა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე ვიდეო მესიჯი გამოაქვეყნა. მის დაბრუნებაზე მმართველი პარტია თავდაპირველად დაცინვით საუბრობდა და ვიდეო შეტყობინებებს ყალბი უწოდა, თუმცა მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი თბილისში დააკავეს. სააკაშვილის უკვე არსებულ ბრალდებებს ახალი დაემატა – საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

“მოწამვლა”

სააკაშვილს საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. ორ მათგანზე მას დაუსწრებლად მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში დაბრუნებამდე.

ყველა ბრალდებას ის თავად პოლიტიკურად მიიჩნევს. მან საკუთარ თავს “პუტინის პატიმარი” უწოდა და დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო, რომლის დასრულებას მხოლოდ 50 დღის შემდეგ დათანხმდა. მიმდინარე წლის თებერვალში სააკაშვილმა ადეკვატური სამედიცინო დახმარების მოთხოვნით კვლავ შიმშილობა დაიწყო, რომელიც მე-20 დღეს შეწყვიტა.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მან რამდენიმე დაწესებულება შეიცვალა. ის ჯერ ქალაქ რუსთავის ციხეში მოათავსეს, შემდეგ კი ქალაქ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს, მიმდინარე წლის მაისში კი უკვე მულტიდისციპლინურ კლინიკაში „ვივამედის“ გადაიყვანეს.

სააკაშვილის ახლობლებისა და ადვოკატების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, მისი ავადმყოფობების სია იზრდება.

ის აგრძელებს წონაში კლებას, დღითიდღე სუსტდება, უჭირს სიარული და ვერ იყენებს მარცხენა მკლავს. გარდა ამისა, მას აქვს მაღალი ტემპერატურა.

მისი დედის, გიული ალასანიას თქმით, ბოლო დროს დაავადებათა სიას ლატენტური ტუბერკულოზიც დაემატა, თუმცა ექიმები მკურნალობას არ იწყებენ, რადგან ამან შეიძლება სხვა დაავადებების გართულება გამოიწვიოს.

ადვოკატები ახლა ემპათიის ცენტრის საბოლოო დასკვნას ელოდებიან, რომელსაც ხელს მოაწერენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რათა სასამართლოს მიმართონ. დიაგნოზებიდან და მათი სიმძიმიდან გამომდინარე, ისინი აპირებენ მოითხოვონ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება ან თუნდაც პატიმრობის გადადება.

18 ნოემბერს ემპათიის ცენტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის ანგარიშზე მუშაობა დასრულებულია და აღნიშნა, რომ მას სასწრაფო სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ესაჭიროება.

დასკვინის დეტალები ჯერ არ სახელდება, თუმცა ახლობლების განცხადებები იმის შესახებ, რომ სააკაშვილის სხეულში მძიმე მეტალები აღმოაჩინეს, ეჭვს ბადებს, რომ ის შესაძლოა მოწამლულიყო.

სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგად დაფიქსირდა ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ტალიუმი, ბარიუმი და ვერცხლის წყალი და უახლოეს დღეებში ახლობლები ამ კუთხით ამერიკელ ექსპერტებისგან  პასუხის ელოდებიან.

სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მოწამვლის საფუძველი არსებობს.

საპასუხოდ, სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურში აღნიშნეს, რომ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ოფიციალური დადასტურება არ მიუღიათ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ყველას მოუწოდა, არ გაავრცელონ დაუდასტურებელი ინფორმაცია. მისივე თქმით, კითხვები რომ არ დარჩეს, სამინისტრო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს.

მოგვიანებით სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რომ არასდროს უთქვამს თავის ადვოკატებს, რომ ეჭვი აქვს  მოწამვლაზე და ამ თემაზე სპეკულაციები შეუფერებლად მიაჩნია.

“ჩემი მდგომარეობა ნამდვილად გაუარესდა და განსაკუთრებით გაუარესდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. ვივამედის ექიმები ყველაფერს აკეთებენ. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტებს ვენდოთ და არ არის საჭირო ამ საკითხის ზედმეტად პოლიტიზირება”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზებოლო წლებში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მან საქართველო მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. აქ მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და მის მიერ შექმნილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში.

ის სოციალურ ქსელებში წერდა ვიდეო მესიჯებს,  სადაც კომენტარს აკეთებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ძირითადად უკრაინიდან და მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, სამშობლოში დაბრუნების შესახებ არაერთხელ გამოაცხადა, რამაც მის სამშობლოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილს ამ გეგმებმა საქართველოში კარდინალური პოლიტიკური ცვლილებების იმედები გაუჩინა, ნაწილს კი შიში, რომ ის კვლავ ხელისუფლებაში მოვიდოდა. ეს მოლოდინები არ გამართლდა.

ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს მისმა დაბრუნებამ, შემდეგ კი დაპატიმრებამ გამოიწვია აქციების ტალღა საქართველოში, მაგრამ დროთა განმავლობაში მომიტინგეთა რიგები შემცირდა, მოგვიანებით კი სრულიად გაქრა.

„სააკაშვილი იმედოვნებდა, რომ მისი მოსვლა ოპოზიციურად განწყობილ მასებს წაახალისებდა და სერიოზულ გამოსვლებს გამოიწვევდა, რასაც თავის მხრივ პოლიტიკურ ცვლილებებს მოჰყვებოდა.მართალია მას ბევრი მომხრე ყავს, მაგრამ  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან კვირებით და თვეებით იდგნენ [მიტინგებზე] და ისინი საკმარისნი არ არიან“, – განუცხადა BBC-ს პოლიტოლოგმა გია ნოდიამ.

მიმდინარე წლის ივლისში სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის აღარ არის დაინტერესებული ქართული პოლიტიკით.

“ის არ უყურებს ქართულ ტელეარხებს და მთლიანად გადავიდა უკრაინულ ტელეარხებზე. ამბობს, რომ არ აინტერესებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ამ კუთხით არავის ეკონტაქტება“, – განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.

“მამაჩემი ხვდება, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, არაერთხელ მოვისმინე მისგან. ვფიქრობ, მიხვდა, ფიქრობს, რომ არ უნდა ჩამოსულიყო. დღეს მისი პრიორიტეტი მხოლოდ გადარჩენა და ჯანმრთელობაა.” –ამბობს მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი.

სააკაშვილის წასვლა

სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გამოცხადების შემდეგ, ზოგიერთი ექსპერტი წინასწარმეტყველებდა საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებას ,სადაც აქამდე მხოლოდ ორი ძირითადი პოლიტიკური მოთამაშე იყო – მმართველი პარტია და ნაციონალური მოძრაობა. ამგვარმა ბიპოლარულობამ, ანალიტიკოსების აზრით, ითამაშა ხელისუფალების სასარგებლოდ, რომლებმაც მტრის იმიჯი შექმნეს და სააკაშვილის დემონიზაცია მოახდინა.

მაგრამ საზოგადოების აღქმის დონეზე, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა, გია ნოდიას თქმით, არ მომხდარა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების უმრავლესობისთვის ეს პარტია რჩება სააკაშვილის პარტიად და ლიდერობისთვის ბრძოლა, რომელიც დღეს პარტიის შიგნით დაიწყო, ამას ადასტურებს.

მეტოქეობის ერთ-ერთი თემა აქ არის ის, თუ ვინ არის უფრო ლოიალური სააკაშვილის მიმართ და მზად არის მეტი გააკეთოს მის გასათავისუფლებლად.

„სააკაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისმა მხარდამჭერებმა არ დაუჯერეს. ჩათვალეს, რომ ეს იყო დროებითი ტაქტიკური ნაბიჯი, რომელიც საჭირო იყო მის გასათავისუფლებლად, მაგრამ თუ გაათავისუფლეს, მაინც დაბრუნდება პოლიტიკაში. ყოველ შემთხვევაში, აღქმის დონეზე სააკაშვილი რჩება ფაქტორად და ვფიქრობ, ასე უყურებს მას [მმართველი პარტია] ქართული ოცნებაც“, – ამბობს ის.

ნაციონალური მოძრაობა ახლა ახალი შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადება, რასაც პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მოითხოვა. მედია პარტიაში ჩხუბზე, კონფლიქტებსა და განხეთქილებაზე საუბრობს.

სააკაშვილის ირიბი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით რჩება, ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. ამასთან, მისი თქმით, ახლა „უნდა ვიფიქროთ და ვილოცოთ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა სხვა რეა%ზ%“.

ის ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას საბედისწერო შეცდომას უწოდებს, რომელმაც მთლიანად ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ტენდენციებზე უარყოფითად იმოქმედა და მისთვის პირად ტრაგედიად იქცა. ხუხაშვილის აზრით, ეს თავად ექს-პრეზიდენტმა დიდი ხნის წინ გააცნობიერა, მაგრამ ხელისუფლება მისი გათავისუფლების საკმარის არგუმენტად განცხადებებს ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არ მიიჩნევს.

„ხელისუფლებამ უბრალოდ არ იცის სხვაგვარად მოქცევა. ისინი უნდა დარჩნენ ნეგატიურ განზომილებაში – არ ამბობენ, რომ თვითონ კარგები არიან, მაგრამ ამბობენ, რომ ალტერნატივა მათზე უარესიც კია. სააკაშვილი ამ როლს შეეფერებოდა, თუმცა. ეს ფაქტორი წლების განმავლობაში შესუსტდა“, – განმარტავს ხუხაშვილი.

„გამორიცხული არ არის ის ფაქტი, რომ სააკაშვილს ხელისუფლება გაათავისუფლებს, მაგრამ ამ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ სურს მისი გაშვება  ასე და თუ გაათავისუფლებს, მაშინ კარგ ფასად. რა იქნება ეს ფასი, ჯერჯერობით მხოლოდ შეიძლება ვიმკითხაოთ“–ამბობს ის.

სააკაშვილის მომხრეების იმედები, რომ პრეზიდენტი მას შეიწყალებდა, არ გამართლდა. სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ამას არასოდეს გააკეთებს. BBC-სთან ინტერვიუში მან განმარტა, რომ არ შეეძლო სააკაშვილის შეწყალება, მათ შორის კანონის საფუძველზე, რადგან მისი საქმეების სასამართლო პროცესი არ დასრულებულა. მაგრამ, მისი თქმით, საქართველოში უკვე დაწვრილებით ახსნა, რატომ არ წავა ამაზე.

„საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ოჯახი, რომელმაც არ განიცადა, რას ნიშნავს ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ცხოვრება. არ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დიდი პოლარიზაციის ინსტრუმენტი გავხდე. მაგრამ ამავე დროს, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური და არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან გამოუსწორებელი შედეგები განიცადოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, იგი ყურადღებით ადევნებს თვალს ექიმების დასკვნებს და თვლის, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, დამატებითი მკურნალობა გაიაროს საზღვარგარეთ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებები სულ უფრო ხშირად ისმის საერთაშორისო პლატფორმებიდან და დასავლელი პოლიტიკოსებისგან. ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, დასავლეთის პოზიციამ შესაძლოა აიძულოს ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს, თუ მათთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა პოლიტიკური ინტერესები.

„ჯერჯერობით ვხედავთ, რომ პირიქითაა. მათთვის მთავარი საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტები და ძალაუფლების შენარჩუნებაა, ევროპასთან ურთიერთობა და კანდიდატის სტატუსი მეორეხარისხოვანი საკითხია“, – ამბობს გია ნოდია BBC-სთან საუბარში.

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე – სტანო

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის...

უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია – ბოკერია

''მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის...

თუ ვინმეს უნდა დახატოს, რომ უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებიან, არის უსინდისო ნაბი*ვარი...

"რუსული თვითმფრინავები გვყავს ჩამოყრილი უკრაინიდან ნაყიდი იარაღით. 2008 წლის ომის დროს, რუსული თვითმფრინავები რაც...

უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? – რომეო ფარულავა

"უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? " - ასე ეხმაურება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი...

თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას – მდინარაძე

"აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ...

პერუს პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნას აპირებდა დაამხეს და დაიჭირეს

პერუს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ პედრო კასტილიოს მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს...

სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას – იონათამიშვილი

"სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას " - ამის შესახებ...

სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს – ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ირაკლი ლომია  აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ხვალ 9 დეკემბერს,...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...