საქართველოში ვაქცინაციის დასაწყებად მარტი განისაზღვრა

საქართველოში ვაქცინაციისთვის მარტი განისაზღვრა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მარტი არის რეალური დრო, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებად განისაზღვრა.

“საქართველოს დღესვე შეუძლია, მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ 3 ძირითადი ვაქცინით, რომელიც დღეს არის დაწინაურებული და ყველაზე რეალური კანდიდატები.

საუბარი მაქვს “ასტრაზენეკაზე, რომელსაც სჭირდება 2-8 გარდუსამდე და ეს ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ, როგორც “კოვაქს პლატფორმით”, ასევე, უფრო ადრეც, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების გზით. უკვე კონკრეტული წინადადებებიც იკვეთება ამაზე.

ასევე, არის “ფაიზერი”, რომელიც -70 გრადუსს საჭიროებს და ასეთი რამდენიმე მაცივარი უკვე არის. შემიძლია ვთქვა “მოდერნაზეც”, რომელსაც -20 გრადუსი სჭირდება. ამის ტექნიკური შესაძლებლობა ქვეყანას აქვს. ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს იმუნიზაციის.

მარტი არის რეალური დრო, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებას გვაქვს განსაზღვრული”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.