საქართველოში კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 7 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშული ზონებად განსაკუთრებით ის კურორტები გამოიყოფა, რომელსაც ტრადიციულად სუნთქვის პრობლმებისთვის მიმართავდნენ.
გარდა ამისა, გახარიას განმარტებით, საქართველომ საკარანტინე ზონებად სასტუმროების გამოყენებამ გამოყენებამ ქვეყანას იმის გამოცდილება დაუგროვა, თუ როგორ უნდა მოემსახუროს შესაბამისი საჭიროების ადამიანებს.
“საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოყოს. ეს შეიძლება იყოს: წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი რამ. განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირებდნენ როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები. ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ტურიზმის აღდგენისთვის რამდენიმე მნიშნელოვანი კონტროლის წერტილია აუცილებელი”, – განაცხადა გახარიამ.