საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა . შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 253-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 33858-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს.