საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა – 417, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 137, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 159, კახეთი – 140, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 762, აჭარაში – 1 048, იმერეთში – 1 226. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 147, იმერეთში – 201. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 60, იმერეთში – 41.

3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 – თბილისში, 1 988 – აჭარაში, 316 – იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 480, აჭარაში -1 062, ხოლო იმერეთში – 26.

სულ 6 ოქტომბრიდან – 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 17 419 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 563 პირი, აჭარაში – 14 449, იმერეთში – 5 280“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რომ მოიგონ, შეიძლება გადაგვაგდონ, ან დაგვიჭირონ – მეგრელიშვილი ოპოზიციაზე

პარტია გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამჟამად როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება აშინებს. ,,ეს ხალხი...

მათთვის ვინც ვერ გაიგო: სიძულვილის ენის დაგმობა არაა ძალადობის წახალისება – ბოჭორიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, რომელმაც თქვა, რომ "არც ჟურნალისტებისგან აკლიათ სიძულვილის ენა", დამატებით განმარტებას ავრცელებს. მისი...

ძალადობა დანაშაულია და უფრო ამაზრზენია, თუ ის ბავშვის თვალწინ ხდება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარ ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს. "ძალადობა...

ვოლსკი: შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს – ეს არ არის წინადადება

პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების ინტერესია, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მისივე...

ჟიჟილაშვილი: მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ

ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი ნინი ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათი არ არის. როგორც ჟიჟილაშვილმა სოფო ზურაბიანის...

უმრავლესობის აზრი ემთხვევა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისა...

ძალადობა არსებული პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია – პრეზიდენტი სანაიაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახი სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ძალადობას...

ბალტიის ქვეყნების საგარეო მინისტრები მელიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებენ

ბალტიის ქვეყნების, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევა-მარია ლიიმეტსმა, ედგარს რინკევიჩმა და...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო