საქართველოში კორონავირუსის 2739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 52 პაციენტი

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 916 477-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.19%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 869 411.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 221 პირი ემსხვერპლა.