საქართველოში მიწისძვრა მოხდა 09:20, 18-06-2021 საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 მაგნიტუდას შეადგენდა, ის თბილისის დროით 08:31 საათზე დაფიქსირდა.