საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოვაკის” 100 ათასი დოზა ჩამოვიდა. ის ქვეყანას ჩინეთმა საჩუქრად გადასცა.
“სინოვაკის” ვაქცინას “სინოფარმის” მსგავსად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. Sinovac-ის ავტორიზაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 3 მაისს განიხილავს, გადაწყვეტილებას კი რამდენიმე დღეში მიიღებენ.