საქართველოში 16 მლრდ მეტრ კუბი გაზის საბადოს არსებობა დადასტურდა , ამის შესახებ BMG-ის ეთერში, საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.
ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია “შლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია “ბლოკ ენერჯი”, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანია IX და XI (B) ბლოკებიდან რესურსების მოპოვების უფლების მფლობელია.
დავით ტატიშვილის თქმით, სალიცენზიო ბლოკი ჰორიზონტალურ ბურღვებს საჭიროებს. რომლის ათვისების პირობებშიც, ქვეყანას 8 წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება.